leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ნიკოლაიშვილი: 3 ათასზე მეტი უბნიდან, თითო-ოროლა დარღვევიდან, იმ დასკვნის გამოტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური და არა სამართლებრივი და ობიექტური შეფასება

„3 ათასზე მეტი უბნიდან, თითო-ოროლა დარღვევიდან, იმ დასკვნის გამოტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური და არა სამართლებრივი და ობიექტური შეფასება”, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გელა ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, თითიდან გამოწოვილ მაგალითებს რადიკალური ოპოზიცია ვერ გამოიყენებს აქციების ასაგორებლად და ვერც სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად.

„აი, ის კანონები, რომელიც მიიღეთ, შეცვალეთო. რა შუაშია არჩევნებთან გინდ ლგბტ პროპაგანდის კანონი, გინდაც გამჭვირვალობის შესახებ კანონი. აქედანაც გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მიზანი. რაც მათ არ მოსწონთ, თუ იმ კანონებს იღებს ხელისუფლება, ე.ი. ეს ხელისუფლება არ მოსწონთ და ყველანაირად შეუწყობენ ხელს ხელისუფლების შეცვლას“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ, სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით, „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა.

ასევე იხილეთ