leaderboard_below_slide
left_sabechdi

კვლევის თანახმად, უკრაინელების თითქმის 70 პროცენტი მზადაა, არ დაეთანხმოს ევროკავშირის ზოგიერთ მოთხოვნას მაშინაც კი, თუ ეს შეაფერხებს გაწევრიანებას

უკრაინელების თითქმის 70 პროცენტი მზადაა, არ დაეთანხმოს ევროკავშირის ზოგიერთ მოთხოვნას მაშინაც კი, თუ ეს შეაფერხებს გაწევრიანებას, – ამის შესახებ აღნიშნულია სოციოლოგიური ჯგუფის „რეიტინგი“ მიერ ჩატარებულ კვლევაში.

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, გამოკითხულთა 68 პროცენტს მიაჩნია, რომ უკრაინამ უნდა დაიცვას თავისი ინტერესები და არ დაეთანხმოს ევროკავშირის ცალკეულ მოთხოვნებს, თუნდაც ამან შეაფერხოს უკრაინის სრულუფლებიანი წევრობის მიღება.

ევროკავშირში ადრეული გაწევრიანების აუცილებლობის შესახებ მოსაზრებას დიდი მხარდაჭერა აქვს რეგიონული ცენტრების რესპონდენტებში, ახალგაზრდა რესპონდენტებსა და მდიდარ ჯგუფებში.

გამოკითხვა ჩატარდა 2024 წლის 24-დან 29 სექტემბრამდე, უკრაინაში ევროკავშირის მრჩეველთა მისიის დაკვეთით, სატელეფონო ინტერვიუების და კომპიუტერის გამოყენებით. გამოკითხვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ უკრაინელების რიცხვი, რომლებსაც სჯერათ ევროკავშირში ადრეული გაწევრიანების, თითქმის 4.5-ჯერ შემცირდა 2022 წელთან შედარებით, როდესაც ეს იყო 60 პროცენტზე მეტი.

კვლევის თანახმად, უკრაინელების 50 პროცენტზე მეტს მიაჩნია, რომ უკრაინას სჭირდება შემდგომი რეფორმები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ასევე, უკრაინელების 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში არაეფექტურადაა, ამასთან, რესპონდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროპული მხარდაჭერის ეს სფერო აქტუალურია.

ასევე იხილეთ