leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარკ რუტე: დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ ჩრდილოკორეული ჯარები რუსეთში გაგზავნეს

NATOS-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი გააძლიერებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას რუსეთში ჩრდილოკორეული ჯარების განლაგების ფონზე.

„დღეს შემიძლია, დავადასტურო, რომ ჩრდილოკორეული ჯარები რუსეთში გაგზავნეს და რომ ჩრდილოკორეული ქვედანაყოფები განლაგებულია კურსკის ოლქში“, – აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

„ეს არის მნიშვნელოვანი ესკალაცია, ეს არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მორიგი დარღვევა, ეს არის რუსეთის ომის სახიფათო გაფართოება“, – დასძინა მან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-ს მოკავშირეები გააგრძელებენ თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინის მხარდაჭერას, რადგან უკრაინის უსაფრთხოება ალიანსის უსაფრთხოებაა.

ასევე იხილეთ