leaderboard_below_slide
left_sabechdi

La Repubblica: კვარაცხელიას „ნაპოლიში“ დარჩენა ურჩევნია, რომ განვითარების პროცესი დაასრულოს

სპორტული გამოცემა La Repubblica „ნაპოლის“ 23 წლის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით არსებულ განხილვებს ეხმაურება და წერს, რომ „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ ინტერესის მიუხედავად, ქართველს ამ ეტაპზე, „ნაპოლიში“ დარჩენა ურჩევნია.

რეალს“ და „ბარსას“ მოსწონთ კვარა, თუმცა მას, „ლურჯების კლუბში“ დარჩენა ურჩევნია, რომ თავისი განვითარების პროცესი ბოლომდე მიიყვანოს“, – წერს გამოცემა.

La Repubblica „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაუმჯობესებაზეც წერს და აღნიშნავს, რომ „კვარას“ აგენტებმა შესაძლოა, მისი თანაგუნდელის, ვიქტორ ოსიმენის მსგავსი კონტრაქტი მოითხოვონ, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა გამოსასყიდი პუნქტი.

„ნაპოლისთვის“ ამ ზაფხულს მთავარი თემა იქნება კვარაცხელიას კონტრაქტი. ოსიმენის მსგავსი კონტრაქტი (გამოსასყიდი პუნქტით) შეიძლება სწორი სტრატეგია იყოს. რამდენიმე თვეში ამაზე კიდევ ვისაუბრებთ“, – ნათქვამია სტატიაში.

ცნობისთვის, „ნაპოლი“ მომავალ შეხვედრას „ბარსელონასთან“ გამართავს ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

ასევე იხილეთ