leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამთა კოსტავა გათხოვდა – “მამა სერაფიმემ ჯვარი დაგვწერა და სატრაპეზოში პატარა ქორწილი გადაგვიხადა”

საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ქალიშვილი – თამთა კოსტავა დაქორწინდა. მისი მეუღლე პროფესიით ექიმი ბიძინა მესხია გახდა. წყვილმა სვეტიცხოვლობას – 14 ოქტომბერს, მცხეთაში, ანტიოქიის დედათა მონასტერში დაიწერა ჯვარი.

თამთა კოსტავას ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს. ის პროფესიით მხატვარი, გრაფიკოსი და დაზგური ხელოვნების ოსტატია. ამჟამად, მამის მემორიალურ სახლ-მუზეუმში მუშაობს, სადაც ინახება მერაბ კოსტავას ხელნაწერები, რომლებიც წიგნებად არის გამოცემული. რაც შეეხება მის მეუღლეს, იგი ამჟამად სპეციალობით აღარ მუშაობს.

როგორც თამთა ჰყვება, მომავალი მეუღლე რამდენიმე წლის წინ, გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე გაიცნო, სადაც რუსუდან შარაძემ მიიწვია.

“მერე, ძალიან ახლობელმა ადამიანმა ჩემთან გამოუშვა თავის საქმეზე და ბიძინა შინ მესტუმრა. ასე ახლოს პირველად მაშინ ვნახე. თავიდან ჩვეულებრივი ნაცნობების დონეზე ვიყავით, ტელეფონით ვსაუბრობდით და ვუთხარი, მოდი, ვიმეგობროთ-მეთქი. ამის შემდეგ კი ჩემთან ხშირად ამოდიოდა, ერთმანეთს საკუთარ აზრებს, შეხედულებებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვუზიარებდით. ერთხელაც, ბიძინამ აღნიშნა, მე ჩემი ცხოვრების მეგზურს, ცოლს ვეძებო, მე კი ბოიფრენდს-მეთქი. მე ტრადიციული ქართველი კაცი ვარ და ასეთი ურთიერთობა არ მაინტერესებსო. მაშინ, დავთქვით, რომ ერთი წელი ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრებდით, თუ შევეთავსებოდით ერთმანეთს, თუ კარგად ავაწყობდით ურთიერთობას, თანაცხოვრებას, ერთი წლის თავზე ცოლად გავყვებოდი. ასეც მოვიქეცით – წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა და დავქორწინდით, სვეტიცხოვლობას – 14 ოქტომბერს, მცხეთაში, ანტიოქიის დედათა მონასტერში (სვეტიცხოვლის გვერდზეა). მამა სერაფიმემ ჯვარი დაგვწერა და იქვე სატრაპეზოში პატარა ქორწილიც გადაგვიხადა. ცხადია, მერე ჩემთან სახლშიც განვაგრძეთ აღნიშვნა და ვიდღესასწაულეთ”, – აცხადებს თამთა კოსტავა.

წყარო: ჟურნალი “გზა”

ასევე იხილეთ