leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზაზა პაპუაშვილი:ვერ დამიდებთ ფაქტს, რომ საკუთარი კეთილდღეობისთვის რამე მომეთხოვოს

საქართველო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ცნობილი მსახიობი ზაზა პაპუაშვილი იმ ვითარებას იხსენებს, როდესაც იძულები იყო პოლიტიკაში წასულიყო.

მისი თქმით, 2012 წელს პოლიტიკაში წასვლა ომში წასვლას ნიშნავდა.

“როდესაც ჩვენ წავედით პოლიტიკაში, კარგად მოგეხსენებათ რა ვითარება იყო ქვეყანაში, მაშინ ეს ომში წასვლას ნიშნავდა. არასდროს მიფიქრია რაიმე თანამდებობაზე და ვერ დამიდებთ ფაქტს, რომ საკუთარი კეთილდღეობისთვის რამე მომეთხოვოს. მაშინ, დღის წესრიგში ქვეყნის გადარჩენის საკითხი იდგა. იყო თხოვნა, იყო შემოთავაზება და ჩვენ ეს მივიღეთ. ჩვენი გამოჩენა პოლიტიკაში ნიშნავდა იმას, რომ შიში გაგვეტეხა. სამწუხაროდ, პოლიტიკა ერთ მშვენიერ დღეს წაგართმევს ხალხის სიყვარულს, მაგრამ ამასაც არ ვნანობდით, რადგან უნდა მოგვეშორებინა ნაციონალები. პოლიტიკაში არის ვითარება, როდესაც პარლამენტი შენს აზრს ანგარიშს გაუწევს, მაგრამ არის ისეც, როდესაც შეიძლება, 150- კაციან პარლამენტში შენმა ხმამ სათანადოდ ვერ გაისროლოს. პარლამენტი არის წარმომადგენლობითი ორგანო და ყველას აქვს უფლება იქ იყოს. ბოლოს და ბოლოს, კარგი იდეა თუ მაქვს, იურისტებს დავიქირავებ და ჩემს იდეას კანონად გარდავქმნი. შეიძლება იურისტებს ეს იდეაც არ გაუჩნდეთ. როცა ამბობენ, რომ პარლამენტში იურისტები და ეკონომისტები უნდა იყვნენო, მე თუ მკითხავთ, პოლიტიკურმა პარტიებმა, იურისტებმა და ეკონომისტებმა დაღუპეს ეს ქვეყანა. სადაც უნდათ კანონს ისე მიაბამენ ყურს, ვიღაცის ლობისტები ხდებიან და ა.შ. ბევრი რამ მინახავს, ბევრიც გამიგონია. ძალიან კარგად ვიცი ამ ყველაფრის მთელი სტრუქტურა და არქიტექტურა. არიან დეპუტატებიც, რომლებიც სუფთა ადამიანები არიან და ხელს ვერ მოაწერენ სიბეცეს, რასაც შეიძლება სხვამ მოაწეროს”, – აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.

წყარო: გაზეთი “დაიჯესტი”

ასევე იხილეთ