leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯაბა ხუბუა: ქართველ ხალხს საერთაშორისო იზოლაციით აშანტაჟებდნენ

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აფასებს.

მისი აზრით, წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში კოლექტიური დასავლეთის უხეში ჩარევით წარიმართა.

„ქართული ოცნება“, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნასა და საქართველოს ომში ჩართვაზე უარი განაცხადა, ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს და მისი ადგილი დაიკავოს კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, რომელიც მზად არის საქართველო ომში ჩართოს! – ასეთი იყო გლობალური ომის პარტიის გადაწყვეტილება და ეს იყო მთავარი მიზანი, რის გამოც საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია კოლექტიური დასავლეთის უპრეცედენტო, უხეში და ცინიკური ჩარევით წარიმართა.

უფრო მეტიც, კოლექტიური ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიას, პირდაპირ ვაშინგტონისა და ბრიუსელიდან წარმართავდნენ გლობალური ომის პარტიის კონგრესმენი და ევროპარლამენტარი დამქაშები, რომლებიც „ქართულ ოცნებასა“ და ქართველ ხალხს ევროინტეგრაციული გზის ჩაკეტვით, უვიზო რეჟიმის გაუქმებითა და ზოგადად, საერთაშორისო იზოლაციით აშანტაჟებდნენ”, – წერს ჯავა ხუბუა.

წყარო: გაზეთი “ასავალ-დასავალი”

ასევე იხილეთ