leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება და მას ექნება უფლებამოსილება, ოპოზიციის პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის დანგრევასა და დესტაბილიზაციისკენაა მიმართული

“მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება და მას ექნება უფლებამოსილება, გააგრძელებს მუშაობას”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციას აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ქვეყნის დანგრევასა და დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

„ვირტუალურად რომ წარმოვიდგინოთ, ეს წარმოუდგენელი ალბათობა რომც დავუშვათ და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, შემდეგ რეალურად გამარჯვებული პარტია პარლამენტში არ შემოვა და ისევ არჩევნები დაინიშნება. ანუ, ეს რიგგარეშე არჩევნების უწყვეტი პროცესი იქნება. კონსტიტუციის ამგვარი ინტერპრეტაცია არასწორია. კონსტიტუციის ასეთი ინტერპრეტაცია თუ ხდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში იქნება დომინოს პრინციპით უწყვეტი, ერთმანეთზე გადაბმული რიგგარეშე არჩევნები. თუ მივყვებით მათ ფანტაზიებს, რომ შეუძლიათ, გაიმარჯვონ და 900 ათასზე მეტი ხმით გამარჯვებულ პარტიას მეორე ადგილი მიუჩინონ, რასაკვირველია, მეორე ადგილზე გასულ პარტიას შეუძლია, იგივე გააკეთოს და ეს ნიშნავს, რომ კიდევ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, რაც აბსურდია და ამას მხარს არ დავუჭერთ – ეს არის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია იყოს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ