leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზაზა პაპუაშვილი: ასეთი ადამიანებისთვის პოლიტიკაში გამოჩენა ხალხის სიყვარულის სამსხვერპლოზე მიტანაა

საქართველო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ცნობილი მსახიობი ზაზა პაპუაშვილი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების – ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას აფასებს.

“სამწუხაროდ, პოლიტიკა ერთ მშვენიერ დღეს წაგართმევს ხალხის სიყვარულს… მე არ ვიცი, ეს 2 შესანიშნავი ადამიანი პარლამენტში რას გააკეთებს და რა პირობები შეექმნებათ იქ, მაგრამ 26 ოქტომბერს 2012 წლის გამარჯვება რომ უნდა გავიმეოროთ აუცილებლად, ეს ფაქტია. ამიტომ, კვლავ ასეთი ადამიანების პოლიტიკაში გამოჩენა ისევ იმედია და ხალხის სიყვარულის სამსხვერპლოზე მიტანაა. მე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე, ნურც გენოს და ნურც ლაშას იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ხვალ და ზეგ ისეთი პოპულარობა ექნებათ, როგორიც დღეს აქვთ. პოლიტიკა, როგორც გაუმაძღარი ვეშაპი, რაღაცას მაინც წაგართმევს. მაგრამ არ მგონია ამით მათ რამე დააკლდეთ. საქართველოს 2024 წლის სპორტული მოსავალი არის უბრალოდ შესანიშნავი, გინდა ფეხბურთით, გინდა ოლიმპიადითა და პარაოლიმპიელებით. ძალიან დიდ ბრძოლაში შევედით და მთელი ზაფხული ვიყავით ტელეეკრანებთან მიჯაჭვულები”, – აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.

წყარო: გაზეთი “დაიჯესტი”

ასევე იხილეთ