leaderboard_below_slide
left_sabechdi

დინამო თბილისმა ესპანეთში ოფისი გახსნა

ოფიციალურად დინამო თბილისმა ესპანეთში ოფისი გახსნა. კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას განცხადებით, ITTI Sports-თან თანამშრომლობით, ესპანეთში, კონკრეტულად ბარსელონაში კლუბის ოფიციალური ოფისი გაიხსნა. გარდა იმისა, რომ ეს პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების საქართველოდან მოზიდვას, ის უფრო გაამყარებს იმ ურთიერთობებს რაც დინამო თბილისს ესპანურ კლუბებთან აქვთ.

ჩემთვის დიდი პატივია ITTI Sports-ის დახმარებით ევროპის ფეხბურთის დედაქალაქში ოფისის გახსნა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს შესანიშნავი დროა ჩვენი აკადემიის განვითარებისთვის. მრავალი წლის მუშაობის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ წარმატებებს ჩვენი აკადემიიდან წამოსული ფეხბურთელებისგან, რომლებიც ახლა ისეთ ტოპ კლუბებში თამაშობენ როგორიცაა ვალენსია, ლივერპული, სენტ-ეტიენი, ნაპოლი, ლევანტე და სხვა.
 
ჩვენ გვინდა ვიხილოთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ესპანურ კლუბებსა და დინამო თბილისს შორის და ვიმედოვნებთ, რომ ესპანეთში ბევრი ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელის ნახვას შევძლებთ. ჩვენ კარგდ ვიცით ადგილობრივი ბაზარი და ვიცით, რომ ბევრი ჩვენი აკადემიის ფეხბურთელი იმ დონეს აჩვენებს, რომ კონკურენციას გაუწევს ესპანელ ახლაგაზრდა ფეხბურთელებს. ახალი ოფისის გახსნა იდეალურ დროს მოხერხდა, რადგან ჩვენი აკადემიის ფეხბურთელები ახლა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ და უკვე დროა, სხვა ფეხბურთელების გაზრდასა და წარმატებაზე ვიმუშაოთ.
საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის, ძალიან კარგი ახალი თაობა მოდის. ჩვენ უფრო და უფრო მეტ ნიჭიერ ფეხბურთელს აღმოვაჩენთ და ევროპულ ფეხბურთს ვაჩვენებთ, რომ საფეხბურთო ერი ვართ. ბარსელონაში ოფისი, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით გაიხსნა, ასახავს ჩვენს მიზანს, ვიყოთ უფრო საერთაშორისო და ევროპულ ფეხბურთთან უფრო ინტეგრირებული. ჩვენი მისია არა მხოლოდ ქართული ნიჭიერი ფეხბურთელების ესპანეთში ჩამოყვანა, არამედ გაცნობა ჩვენი კულტურისა და გასტრონომიის, რაც შეიძლება ბევრმა მათგანმა უკვე იცის, თუმცა მაინც ძალიან ბევრი რაღაც არის, რის შესახებაც ესპანეთში და სხვა ქვეყნებში ინფორმაცია არ აქვთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მისია წარმატებული იყოს”, – რომან ფიფია.

ბარსელონაში ოფისი შეიქმნა ესპანურ გუნდებთან მეგობრობისა და სამომავლო პარტნიორობის შექმნის მიზნით, რათა მოხდეს დინამო თბილისის აკადემიის ფეხბურთელების უფრო დიდი პოპულარიზაცია. რაც შეეხება ITTI Sports-ს, ეს კომპანია ლიდერია ესპანურ ბაზარზე. ისინი ბარსელონას პარტნიორები არიან და ასევე თანამშრომლობენ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციასთან და დეპორტივო რაიო ზულიანოსთან. მათ აქვთ ისეთი პროგრამები როგორიცაა სპორტის მენეჯმენტი, სპორტული სამართალი, კლუბების ინტერნაციონალიზაცია და სხვა. ისინი ახდენენ რევოლუციას სპორტულ ინდუსტრიაში და უკვე საკმაოდ ბევრ ელიტურ სპორტსმენთან თანამშრომლობენ — ალვარო მორატა, დანი ოლმო, ალვარო ნეგრედო, ხორხე დე ფრუტასი, ტიან ენდლერი, ხუანმი ლატასა და ა.შ.

 

წყარო: Gazette Georgia

ასევე იხილეთ