leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან დავითაშვილი ხვალ ჰიდროელექტროსადგურის „ხობი 2 ჰესის“ ოფიციალურ გახსნაში მიიღებს მონაწილეობას

30 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჰიდროელექტროსადგურის „ხობი 2 ჰესის“ ოფიციალურ გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.

„ხობი 2 ჰესი“ სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალზე მდებარეობს.

სადგურის დადგმული სიმძლავრეა 44,5 მგვტ, ელ. ენერგიის გამომუშავება 200 მლნ კვტ სთ.; ინვესტიციის მოცულობა პროექტის პირველი ფაზისთვის 250 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. სადგურის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 500 ადამიანი.

ინფორმაციას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ასევე იხილეთ