უკრაინა ახლა გადარჩენისთვის იბრძვის და არა გამარჯვებისთვის, – წერს ბრიტანული გამოცემა The Economist.
გამოცემა ამერიკულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ვეღარ შეძლებს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას სერიოზული რისკების გარეშე.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოკროვსკის შენარჩუნება მოახერხეს, ფრონტის სხვა მონაკვეთებში რუსეთი არღვევს უკრაინის თავდაცვას.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ პრობლემა არა იმდენად ტერიტორიის დაკარგვაა, რამდენადაც უკრაინული ძალების რაოდენობისა და ხარისხის მუდმივი შემცირება.
„უკრაინული ქვედანაყოფები საკმარისად დაკომპლექტებულნი არ არიან. მძიმე დანაკარგებია“, – წერს სტატიის ავტორი.
„ამავდროულად, აშშ-ში განწყობა სულ უფრო პესიმისტურია. პენტაგონში დაგეგმარებაში მონაწილე პირები ამბობენ, რომ 2023 წლის დასაწყისში არსებულმა ამბიციებმა ტერიტორიების დაბრუნების ან რუსეთის მოლაპარაკებისკენ იძულების თაობაზე ადგილი დაუთმო მარცხის თავიდან აცილების სურვილს“, – წერსThe Economist.