leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი: არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, ცესკო, როგორც მაღალი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის ადმინისტრაცია, მზადაა პროკურატურას შეუფერხებლად მიაწოდოს გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია

„არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, ცესკო, როგორც მაღალი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის მქონე ადმინისტრაცია
მზადაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საქართველოს პროკურატურას შეუფერხებლად მიაწოდოს არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ცესკომ არჩევნები მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით ჩაატარა და ამომრჩევლის არჩევანი, მათი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, დაცულია.

„არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ ცესკო, როგორც მაღალი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის მქონე ადმინისტრაცია, მზადაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საქართველოს პროკურატურას შეუფერხებლად მიაწოდოს არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია.

ეს ფაქტი არის დადასტურება იმისა, რომ ცესკომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით, საარჩევნოდ თანაბარ გარემოში ჩაატარა და არჩევნების პროცესში და შემდეგ დაცული იყო და არის ამომრჩევლის არჩევანი, მათი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკოს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა, ამავდროულად, ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა ვერანაირი ხარვეზი ვერ დაადგინა.

აუდიტმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად;

დადასტურდა რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ
სიებთან;

ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი;

ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში;

ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა;

აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია.

ცრუ ბრალდებების საპასუხოდ ცესკო საუბრობს ფაქტების ენით, ოპოზიცია საუბრობს ფაქტების გარეშე,ტყუილის ენით!

ამიტომ სამართლიანია, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცესკოს მიმართ მათი დაუსაბუთებელი ბრალდებებისათვის სამართლებრივად გახდნენ იძულებულნი წარმოადგინონ მათ მიერ გაჟღერებული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ცრუ ბრალდებების წინააღმდეგ გატარდეს სამართლით გათვალისწინებული ღონისძიებები!

მადლობას ვუხდი ცესკოს, მისი ყოველ თანამშრომელს, მათ მიერ გაწეული დიდი სამუშაოსთვის რათა საარჩევნო და არჩევნების შემდგომი პროცესი უხარვეზოდ მაღალ დონეზე წარმართულიყო.

ოპოზიციავ, ცესკოსაგან შორს თქვენი სისხლიანი ხელები!” – წერს მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ