leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზივზივაძემ გერმანიის თასზეც გაიტანა

ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ გოლი ისევ გაიტანა და გუნდს გერმანიის თასზე რეგიონული ლიგის „კიკერსი ოფენბახთან“ გასვლით შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 2:0.

საქართველოს ეროვნული ნაკრებების თავდამსხმელი თასის 1/16-ფინალურ შეხვედრაში „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო. იმის მიუხედავად, რომ სტუმრებს არაერთი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ, „კიკერსი“ მეკარემ გადაარჩინა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

„კარლსრუე“ 61-ე წუთზე დაწინაურდა. ეს ბუდუ ზივზივაძემ მოახერხა, მასპინძლების დაცვას აჯობა და გუნდი წინ გაიყვანა. 72-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა მარსელ ბაიფუსმა ორამდე გაზარდა და თამაშის ბედიც გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ გასულ სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში 12 გოლი გაიტანა, წელს კი 13 მატჩში უკვე მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.

ასევე იხილეთ