leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მის დელეგაციას საქართველოში! მადლობას ვუხდი უნგრეთს ურყევი მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის და მისი დელეგაციის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მის დელეგაციას საქართველოში! ეს ვიზიტი ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ მეგობრობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.

უნგრეთის მხარდაჭერით წინ მივიწევთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

ვაფასებთ უნგრეთის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში.

ერთად ვაფართოებთ თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში და ვაძლიერებთ თანამშრომლობის ყველა მიმართულებას.

მადლობას ვუხდი უნგრეთს ურყევი მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის!“ – წერს კობახიძე.

ასევე იხილეთ