leaderboard_below_slide
left_sabechdi

მეთიუ მილერი ღაზას სექტორში განხორციელებულ ავიაიერიშზე: ეს არის შემზარავი ინციდენტი შემზარავი შედეგით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ღაზას სექტორის ქალაქ ბეიტ ლაჰიაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმა, რომელსაც 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შემზარავი ინციდენტია, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

“აშშ ღრმად შეშფოთებულია ამ ინციდენტის შედეგად სამოქალაქო პირების დაღუპვით. ეს იყო შემზარავი ინციდენტი შემზარავი შედეგით. დაღუპულთა საერთო რაოდენობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არსებობს ცნობები ამ ინციდენტის შედეგად დაღუპული ორი ათეული ბავშვის შესახებ”, – აღნიშნა მილერმა.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მომხდარი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისთვის თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ომი.

შეგახსენებთ, ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალაქ ბეიტ ლაჰიაზე ისრაელის მიერ გუშინ განხორციელებულ საჰაერო იერიშს, სულ მცირე, 92 ადამიანი, მათ შორის 25 ბავშვი, ემსხვერპლა.

ასევე იხილეთ