მამუკა მდინარაძე: მსოფლიო გველაპარაკება გამჭვირვალობის კანონზე, რომ ვერაფერს გვეუბნება არჩევნებზე და ეს კანონი აწუხებს თურმე ყველას. ე.ი. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია
“მსოფლიო გველაპარაკება გამჭვირვალობის კანონზე, რომ ვერაფერს გვეუბნება არჩევნებზე და ეს კანონი აწუხებს თურმე ყველას. ესე იგი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შეფასებისას.
მან აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებში გამჭვირვალობის კანონის გაუქმებაზეა საუბარი.
„მეოთხე დღეა, ჩვენ ვისმენთ განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით და ყველა განცხადებაში, თუკი ვინმეს ამ არჩევნების კრიტიკა მოუნდა, ლაპარაკობს (გამჭვირვალობის) კანონზე, ამ კანონსა და არჩევნებს შორის კორელაციაზე – ვერა. ახლა მიხვდით, რა მაგარი კანონი მიგვიღია? მთელი მსოფლიო გველაპარაკება კანონზე, რომ ვერაფერს გვეუბნება არჩევნებზე და ეს კანონი აწუხებს თურმე ყველას.
ეს კანონი მართლაც რუსული რომ იყოს და ერთი ერთში გადაწერილი რომ იყოს არა ამერიკულიდან, არამედ რუსულიდან, თქვენ რასაც ატყუებთ საზოგადოებას, მისი რუსულობა რომ არავის აწუხებს, ხომ ხვდებით? ესე იგი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევნებზე ლაპარაკობენ და კანონი გააუქმეთო. არაფერ შუაში რომ არ არის, აი, ამ კანონზე ლაპარაკობენ”, – მიმართა მან ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის ჟურნალისტს.