“საზოგადოება ქართული”: ის, რომ ISFED-ის ხელმძღვანელები თავს იკავებენ შედეგების გასაჯაროებისგან აბსურდული მოტივით, არის კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ისინი არ არიან დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებში და იმართებიან გარედან
„საზოგადოება ქართული“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, -„ის, რომ ISFED-ის ხელმძღვანელები თავს იკავებენ შედეგების გასაჯაროებისგან აბსურდული მოტივით – თურმე მათივე ჩატარებული კვლევა არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ განწყობას, არის კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ისინი არ არიან დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებში და იმართებიან გარედან“.
განცხადებაში მოყვანილია „მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში, სადაც გაწერილი იყო ის ფაქტი, რომ თუ ცესკო „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებულად დაასახელებდა, ვის უნდა გამოეცხადებინა არჩევნები არალეგიტიმურად და რა უნდა ყოფილიყო ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა.
“მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში ასევე იყო გაწერილი, თუ ცესკო „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებულად დაასახელებდა, ვის უნდა გამოეცხადებინა არჩევნები არალეგიტიმურად და რა უნდა ყოფილიყო ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა. ანგარიშში აღნიშნული იყო:“ცესკო „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებულად თუ გამოაცხადებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სადამკვირვებლო ჯგუფებს მნიშვნელოვნად შეუშალეს ხელი, ან ისინი განაცხადებენ სერიოზული დარღვევების შესახებ, რაც შედეგებს არასანდოს გახდის, საერთაშორისო ზეწოლა გადამწყვეტი იქნება საჩივრების განხილვის, აუდიტის, ხმების გადათვლისა და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად“. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა“(ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია, ბაია პატარაია და ა.შ) იყო. ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა კი უკვე გაისმა 28 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ერთობლივ აქციაზე. „მაკკეინის ინსტიტუტის“ დოკუმენტში წინასწარ იყო გაწერილი ის სცენარიც, რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ, თუ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღიარებდნენ.
საპროტესტო აქციები ამ შემთხვევაშიც დაიგეგმებოდა. ანგარიშში ეწერა: „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებლების დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს არჩევნების შემდგომი გარემოს მონიტორინგი, განსაკუთრებით კი, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე.“ მართლაც, პროტესტის ორგანიზატორები, ან აგდებულად მოიხსენიებენ იგივე ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, ან საერთოდ იგნორირებას უკეთებენ მას. სამწუხაროდ, „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში არის სხვა ეპიზოდებიც. მაგალითად, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა, რომელსაც ლობირებენ ქართული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კოლექტიური ოპოზიციის, სალომე ზურაბიშვილის, ე.წ. არასამთავრობოებისა და მათი პატრონების შემდეგი ნაბიჯები ზემოხსენებული სცენარის რეალიზების მცდელობა იქნება. მსგავსი მოწოდებები უკვე გაისმა სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის არაფორმალური მრჩევლის გია ხუხაშვილის მხრიდან”, -წერია განცხადებაში.