leaderboard_below_slide
left_sabechdi

რამაზ საყვარელიძე: უცხოური “ნავთის” მოსხმის გარეშე ოპოზიცია ცეცხლს ვერ გააღვივებს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არჩევნების შემდგომ ქვეყანაში პროცესების ენერგიულ განვითარებას არ ელოდება. ოპოზიცია ვერც იმ ლოზუნგით გამოიყვანს ხალხს ქუჩაში, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში “რუსული არჩევნები” ჩატარდა.

“ყველა ენერგიულ საფუძველს იმის რწმენა სჭირდება, რომ მართალია. ყველა ომს, ერისკაცებისთვის სამართლიანობის განცდა სჭირდება, რომ იომონ. მეეჭვება, რომ საქართველოში სამართლიანობის განცდა ჰქონდეს იმ ხალხს, ვინც შესაძლოა პრეზიდენტის გვერდით დადგეს. შესაძლოა, ჰქონდეთ განცდა, რომ არ უნდათ “ოცნება” და უნდათ რაიმე სხვა, მაგრამ სამართლიანობის განცდა იმაზე, რომ ეს “რუსული არჩევნები” იყო და ა.შ. მეეჭვება.
ამასთან, უცხოური “ნავთის” მოსხმის გარეშე, ეს “ცეცხლი” არ გაღვივდება. თავისთავად ეს საპროტესტო აქცია მე მგონი მაინც უფრო მათ დასანახადაა, ვინც ოპოზიციას მხარს უჭერდა, გინდ მოქალაქეები და გინდ დონორები. ოპოზიციისთვის საერთოდ მხარდამჭერები შესანარჩუნებელია”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

წყარო: „რეზონანსი“

ასევე იხილეთ