leaderboard_below_slide
left_sabechdi

როგორ შევარჩიოთ სარეცხი მანქანა და როგორ მოვუაროთ

სარეცხი მანქანა – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც აუცილებელია თითოეული ოჯახისთვის. მისი შეძენა არც ისე მარტივი საქმეა, რადგან ეს მოწყობილობა მრავალი წლის განმავლობაში უნდა მოგემსახუროს და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეარჩიო. სარეცხი მანქანების ფართო არჩევანი შეგიძლია extra-ზე იხილო.

რა უნდა გაითვალისწინო სარეცხის მანქანის შერჩევისას და როგორ მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება? ამის შესახებ სტატიიდან შეიტყობ.

რომელ სარეცხის მანქანას უნდა მიანიჭო უპირატესობა?

ბაზარზე მრავალფეროვანი ბრენდები გვხვდება, რომლებიც სარეცხი მანქანებს აწარმოებენ, მათ შორის: Samsung, Midea, LG, BEKO, Bosch, Indesit და სხვა. რომელია შენი საყვარელი ბრენდი? ბრენდის შერჩევის შემდეგ, შემდეგი ნაბიჯი იქნება ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინება.

ინსტალაცია: ჩასაშენებელი თუ ცალკე მდგომი სარეცხის მანქანა?

ჩასაშენებელ და ცალკე მდგომ მოდელებს შორის ძირითადი განსხვავება ინსტალაციის მეთოდშია. თუ სახლის დიზაინი ითვალისწინებს ჩასაშენებელი სარეცხის მანქანის ინსტალაციას, ის შენს ინტერიერს კიდევ უფრო დაამშვენებს. მეორეს მხრივ, ცალკე მდგომი სარეცხის მანქანების თანამედროვე მოდელები მოხერხებულად ჩაჯდება ნებისმიერ დიზაინში.

ჩატვირთვის ტიპი

სარეცხი მანქანები ჩატვირთვის ტიპის მიხედვით ორი სახისაა: ვერტიკალური და ფრონტალური. ფრონტალური ჩატვირთვის მქონე ახალი მოდელებს დამატებითი კარი აქვთ, რაც რეცხვის პროცესში სარეცხის ჩამატების საშუალებას გაძლევს.

ტევადობა და ფუნქციები

თუ შენი ოჯახი მრავალრიცხოვანია, 9-10 კგ ტევადობის მანქანა იქნება იდეალური. მცირე ოჯახისთვის 5-7 კგ ტევადობის მოდელიც საკმარისია. ასევე, ყურადღება მიაქციე ენერგოეფექტურობის სერტიფიკატს და მრავალფეროვანი სარეცხ ფუნქციებს. თუ ნესტიან ადგილას ცხოვრობ, შეიძლება სარეცხის მანქანა საშრობით იყოს საუკეთესო არჩევანი.

მოწყობილობის სწორი მონტაჟი და მოვლა უზრუნველყოფს ხანგრძლივ და ხარისხიან მუშაობას.

როგორ მოვუაროთ სარეცხ მანქანას

სარეცხი მანქანა ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და გამარტივებული მოწყობილობაა. თანამედროვე ყოფაში მის გარეშე ცხოვრება მართლაც ძნელად წარმოსადგენია. სარეცხი მანქანის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ჩვენი ყოველდღიური რუტინა და გვიხსნა ხელით რეცხვისგან.

მას შემდეგ, რაც შეარჩევ და შეიძენ შენთვის იდეალურ მოდელს, მნიშვნელოვანია მისი სათანადო მოვლა, რათა მრავალი წლის განმავლობაში შეუფერხებლად გემსახუროს.

იმისთვის, რომ სარეცხი მანქანა გამართულად მუშაობდეს, უნდა დაიცვა ექსპლუატაციისა და მოვლის ძირითადი რეკომენდაციები. სტატიაში შემოგთავაზებთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარება სარეცხი მანქანის ხანგრძლივ ფუნქციონირებაში.

საიდან დავიწყოთ სარეცხი მანქანის მოვლა?

პირველ რიგში, ყურადღება მიაქციე ტუმბოსა და ფილტრს და მოაცილე მათ ნარჩენები. ასევე, მნიშვნელოვანია, რეგულარულად გაწმინდო სარეცხი მანქანის ბარაბანი, რისი გაკეთებაც შეგიძლია სპეციალური სარეცხი საშუალებების ან სოდისა და ძმრის ნარევის გამოყენებით.

ყოველი რეცხვის ციკლის დასრულების შემდეგ, გაწმინდე ფხვნილის უჯრა და რეკომენდებულია სარეცხი მანქანის კარი ღია მდგომარეობაში დატოვება, რათა თავიდან აიცილო სუნის წარმოქმნა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წყლის მილები და სანიაღვრე სისტემები მუდმივად გამართულ მდგომარეობაში იყოს. ნუ გადატვირთავ სარეცხ მანქანას ზედმეტად, რათა თავიდან აირიდო დაზიანება.

ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში, უმჯობესია მიმართო სპეციალისტს ან ისარგებლო საგარანტიო მომსახურებით.

ასევე იხილეთ