“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ოპოზიციას ეგზიტპოლების გაყალბებაში ადანაშაულებს.
“ეგზიტპოლები გააყალბეს, ხალხი აზეიმეს და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ 54 პროცენტით ზის პარლამენტში, მოვიტყუეთო ვერ იტყვიან და ამიტომ ამბობენ, „ქოცებმა“ არჩევნები გააყალბესო, ცოტა ხანი ხალხს ქუჩაში აბოდიალებენ, შემდეგ პარლამენტში შევლენ”, – ასეთია იაგო ხვიჩიას პროგნოზი ოპოზიციის პროტესტთან დაკავშირებით.
იაგო ხვიჩიას შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა.
„ჩემი აზრით, საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა. ქართველი ხალხი პროპაგანდას აჰყვა და ისევ „ნაცურ-ქოცურ“ ჩხუბს დაუჭირა მხარი”, – აცხადებს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია.
წყარო: “პირველი არხი”