leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯაბა ხუბუა: საქართველომ გლობალური ომის პარტია დაამარცხა!

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ დასავალში“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წერს.

მისი აზრით, ამ არჩევნებით საქართველომ გლობალური ომის პარტია დაამარცხა.

„ესე იგი, „ქართულმა ოცნებამ“ 340 885 ხმით აჯობა იმ ოთხ ოპოზიციურ ცენტრს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ შედგენილი ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი დოკუმენტის – ე.წ. ქართული ქარტიის გარშემო იყო გაერთიანებული და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას აპირებდა.

პირდაპირ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებში სახელისუფლებო პარტიის დამაჯერებელი გამარჯვებისა და კოლექტიური ნაცმოძრაობის კოლექტიური მარცხის მთავარი ფაქტორი ამომრჩეველთა ზემაღალი აქტივობა გახლავთ.

…და, საერთოდ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს 4 პარტიისგან შემდგარი კოლექტიური ნაცმოძრაობა კი არა, თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი, შავბნელი და სახიფათო ძალა უპირისპირდებოდა, რომელსაც გლობალური ომის პარტიად მოიხსენიებენ“, – წერს ჯაბა ხუბუა.

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

ასევე იხილეთ