leaderboard_below_slide
left_sabechdi

მერაბ შათირიშვილი: ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილი სასწრაფოდ უნდა გააგდოს!

მწერალი მერაბ შათირიშვილი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას მიესალმება და აცხადებს, რომ უპირველესი, რაც მმართველმა ძალამ უნდა გააკეთოს, ეს პრეზიდენტის გაგდებაა.

„რაც ამ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ ეს სამარცხვინო და საზიზღარი არსება – სალომე ზურაბიშვილი გაადგოს! სრულად ვუჭერ მხარს მისთვის იმპიჩმენტის ხელმეორედ გამოცხადებას, რათა საპრეზიდენტო მმართველობის ვადა ვერ ამოწუროს! სალომე ზურაბიშვილი არის მტერი, ინტელექტის ნასახი არ გააჩნია და არც ლაპარაკი იცის“, – აცხადებს მწერალი.

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

ასევე იხილეთ