top_leaderboard

თეა წულუკიანი: უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისგან მუქარა იყო სხვადასხვანაირი. მაგალითად – თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ ისე, როგორც გეუბნებით, შეიძლება საერთოდაც ვერ წავიდეს ამ ხელისუფლების საქმე ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ

“რეფორმებმა, მათ შორის, პირველ რიგში მართლმსაჯულების სფეროში, მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მოგვეწერა ხელი, “- ამის შესახებ თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა იმ ზეწოლაზეც ისაუბრა, რომელსაც მმართველი გუნდი ამ რეფორმების გატარებისას წააწყდა.

დღეს შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ერთი ხელშემშლელი იმ რეფორმებისა, რომლებსაც ხელისუფლების სახელით იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პარლამენტთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად ედგა სათავეში, იყო, მაგალითად ბატონი ბუკიკიო, რომელიც ვენეციის კომისიას ხელმძღვანელობდა.

იუსტიციის მინისტრის რანგში 8 წლის საქმიანობის განმავლობაში [მახსოვს] რაც ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ვინ მოდიოდა, ვინ რას ითხოვდა, ვინ რას გვემუქრებოდა (მათ შორის უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები). მუქარა იყო სხვადასხვანაირი. მაგალითად – თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ ისე, როგორც გეუბნებით, შეიძლება საერთოდაც ვერ წავიდეს მერე ამ ხელისუფლების საქმე ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ“, – იხსენებს ვიცე-პრემიერი.

ასევე იხილეთ