leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: გარე დავალების საფუძველზე უპირისპირებდა სამართალდამცველებსა და ახალგაზრდებს

საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერს – გიორგი გახარიას ახალგაზრდებსა და სამართალდამცველებს შორის შეგნებული დაპირისპირების შექმნაში ადანაშაულებს.

“გიორგი გახარიასათვის ეპითეტი – გარეწარიც კი, ძალიან რბილი შეფასებაა – ის გარე დავალებების საფუძველზე, უმძიმეს დანაშაულებს სჩადიოდა – ერთმანეთს შეგნებულად უპირისპირებდა სახელმწიფოს და ადამიანებს, სამართალდამცველებსა და ახალგაზრდებს. ამას აკეთებდა სპეციალურად, შეგნებულად, გარე დავალების საფუძველზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო:”ინტერპრესნიუსი”

ასევე იხილეთ