leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯაბა ხუბუა: მთავარი ოპონენტები ბაიდენის, შოლცისა და მაკრონის ხელისუფლებები იყვნენ!

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ ამ არჩევნებზე ოფიციალურ თბილისს ოფიციალური ვაშინგტონი და ოფიციალური ბრიუსელი უპირისპირდებოდნენ!

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მთავარი პოლიტიკური ოპონენტები არა სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძესა და გახარიას პარტიები, არამედ ბაიდენის, შოლცისა და მაკრონის ხელისუფლებები იყვნენ!

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ოფიციალურ თბილისს ოფიციალური ვაშინგტონი და ოფიციალური ბრიუსელი უპირისპირდებოდნენ!შესაბამისად, ქართველმა ხალხმა კოლექტიური ნაცმოძრაობა კი არა, გლობალური ომის პარტია დაამარცხა.

26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა დაამარცხა კუბილიუსები, ფოტიგები, იუკნევიჩიენეები, მარკეტა გრეგოროვები და სხვა ევროპარლამენტარები, რომლებიც თავიანთი სამარცხვინო რეზოლუციებით ცდილობდნენ, კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნებაში დახმარებოდნენ!

2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა დაამარცხა ენტონი ბლინკენი, ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი და აშშ-ს დღევანდელი პოლიტელიტის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ქართველ ხალხს ისე ელაპარაკებოდნენ, როგორც კოლონიის აბორიგენებს, რომლებსაც ბატონის ბრძანების უსიტყვოდ შესრულება მართებთ.

ფიქრობდნენ, რომ ქართველები ლომჯარიას, გიგაურს, ხოშტარიას, გვარამიას და შარვალჩახდილ გირჩი ჯაფარიძეს ჰგვანან, მაგრამ ქართველმა ხალხმა გლობალურ ომის პარტიას დაუმტკიცა, რომ მათ „მეხუთე კოლონას“ საქართველოსთან და ქართველ ერის ხასიათთან საერთო არაფერი აქვთ და ქართული სინამდვილისთვის უცხო სხეულს წარმოადგენენ!“, – წერს ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ თავის სტატიაში.

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

ასევე იხილეთ