leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი კალანდარიშვილი რადიკალებზე: ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ხელი შეუწყონ გამოწვევების ეფექტიანად წარმართვაში, ხელოვნურად ქმნიან ისეთ მოცემულობას, რაც ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო პროცესზე

“ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ხელი შეუწყონ დიდი გამოწვევების სწორად და ეფექტიანად წარმართვაში, ხელოვნურად ქმნიან ისეთ მოცემულობას, რაც აზიანებს ინსტიტუციას და რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო პროცესზე,” – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „იმედის კვირას“ მასზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ამჯერად მისი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა, ცრუ და დამახინჯებული ფაქტებით, კალანდარიშვილის დისკრედიტაციის მიზნით იყო გამოყენებული.

„ყველა გასული არჩევნების წინ ადგილი ჰქონდა მადისკრედიტირებელ საინფორმაციო კამპანიებს უსაფუძვლო ბრალდებებით. ამ შემთხვევაში კი ჩემი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა, ცრუ და დამახინჯებული ფაქტებით, გახდა დისკრედიტაციის, გარკვეული ეჭვების შექმნისა და გაჩენის მიზნით გამოყენებული, მაშინ, როდესაც ამ თემაზე საუბარს არანაირი შემხებლობა არ აქვს არც არჩევნების ჩატარების ხარისხთან და მით უმეტეს, არც ჩემს პროფესიონალიზმთან, კომპეტენციასთან. სახეზეა ჩემი იმიჯის შელახვის მცდელობა. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა დაინტერესებული მხარე მხოლოდ საკუთარი ვიწრო-პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს და ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ხელი შეუწყონ დიდი გამოწვევების სწორად და ეფექტიანად წარმართვაში, ხელოვნურად ქმნიან ისეთ მოცემულობას, რაც აზიანებს ინსტიტუციას და რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო პროცესზე“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ასევე იხილეთ