leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: რის მცდელობა, რომ გამეორდეს 2020 წლის არჩევნების ბოიკოტი. უკვე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები არ აღიარებენ 2024 წლის არჩევნებს

“აქ უკვე ყველა კარტი გახსნილია. ყველას – მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ყველას, ვინც გვეუბნება და ასე საეჭვოდ, დაჟინებით მოითხოვს, რომ დავტოვოთ ძველი რედაქცია, რომელმაც ჩიხში შეგვიყვანა, ყველას აქვს არასათანადო და არაკეთილსინდისიერი განზრახვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ცნობისათვის, კოდექსის ძველ რედაქციაში ეწერა, რომ ცესკოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობა პირველ მოადგილეს უნდა შეესრულებინა, რომელიც აუცილებლად ოპოზიციის კვოტით არის არჩეული, ანუ პარტიულია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის პარტია „ლელოს” წევრი. ახალი რედაქციაში ეს პუნქტი შეიცვალა და იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარემ მოვალეობის შესრულება ვერ შეძლებს, მას ისეთი მოადგილე შეცვლის, ვინც პარტიული არ იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციონერი მოადგილის შესახებ ინიციატივა 19 აპრილის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.

არც ოპოზიციის იდეა იყო ეს, არც მით უმეტეს „ქართული ოცნების“. არ ვიცი საიდან მოიტანა მედიატორმა ეს იდეა, იმიტომ რომ მსოფლიოში არ არსებობს ამის პრეცედენტი. რატომღაც დაჟინებით მოითხოვა, რომ შეთანხმებაში ყოფილიყო ეს პუნქტი. ჩვენ გვეგონა რომ ეს იყო ოპოზიციის პოზიცია, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ოპოზიციის იდეაც არ ყოფილა ეს საერთოდ. ამიტომ, კითხვები მედიატორების მიმართ უნდა იყოს. საიდან მოუვიდათ ეს იდეა და რატომ იყო დაჟინებული მოთხოვნა მათი მხრიდან“, – აცხადებს პაპუაშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩიხურ მდგომარეობას იწვევს ცესკოს თავმჯდომარის ყოველ 6 თვეში დამტკიცება. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ ჩიხურ მდგომარეობაში ყოფნა, ანუ როცა პარლამენტი 5 წლით ვერ ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს გამზადებული საბაბია რადიკალებისთვის რომ არჩევნების ბოიკოტირება დაიწყონ და შედეგები არ აღიარონ.

„არის მცდელობა, რომ გამეორდეს 2020 წლის არჩევნების ბოიკოტი. უკვე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები არ აღიარებენ 2024 წლის არჩევნებს. ამის თქმის უფლებას ჩვენ გვაძლევს გამოცდილება. მათ არ აღიარეს არც 2012-ის წაგება, არც 2016-ის და არც 2020-ის. სამივე შემთხვევაში შემდეგ მოუხდათ აღიარება. 2012 წელს ორმა ამერიკელმა სენატორმა აიძულა საქართველოს პრეზიდენტი, რომ ეღიარებინა [მარცხი], ამდენად იყო ის მათზე დამოკიდებული. 2016-შ და 2020-ში საქართველოს მოსახლეობამ აიძულა“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ასევე იხილეთ