ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილზე: არჩევნების საღამოს დაგმო მასობრივი გაყალბება, ახლა კი არ იცის რა თქვას, როცა მართლმსაჯულება მისი განცხადებების მტკიცებულებას ითხოვს
ფრანგი ევროპარლამენტარი, ტიერი მარიანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ არ აპირებს პროკურატურას წარუდგინოს არჩევნების „გაყალბების მტკიცებულებები“.
„არჩევნების საღამოს საქართველოში მან [სალომე ზურაბიშვილმა] დაგმო მასიური გაყალბება. ახლა კი არ იცის, რა თქვას, როცა მართლმსაჯულების სისტემა მისი განცხადებების მტკიცებულებას ითხოვს. შეგიძლია, იყო პრეზიდენტი და ამავე დროს მაინც იყო სასაცილო“, – აღნიშნა ტიერი მარიანმა.