leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კახიშვილი ზურაბიშვილზე: აუცილებელია, კონსტიტუციას დაემატოს, რომ პრეზიდენტად შეიძლება გახდეს მხოლოდ საქართველოში დაბადებული ადამიანი, მოქალაქე, რომელსაც ბოლო 15 წელი მაინც უწყვეტად უცხოვრია საქართველოში

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, კახა კახიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავს საქართველოს მოქალაქედ არ თვლის.

როგორც კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, აუცილებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციას დაემატოს, საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში დაბადებული ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბოლო 15 წელი მაინც უწყვეტად უცხოვრია საქართველოში.

„ამ პროცესებმა, რასაც მე ვაკვირდები, ამ ქალბატონის მოღვაწეობას, მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს კონსტიტუციაში კი წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე და ძალიან ბუნდოვნად წერია, რომელსაც უცხოვრია 15 წელი მაინც საქართველოში.

ჩემი აზრით, აუცილებელია, დაემატოს, რომ საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში დაბადებული ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბოლო 15 წელი მაინც უწყვეტად უცხოვრია საქართველოში.

ეს ადამიანი არ თვლის თავს საქართველოს მოქალაქედ. ეს ადამიანი, თქვენ ხომ ნახეთ პირველ განცხადებაში, როდესაც ოპოზიციასთან ერთად გამოვიდა და განცხადება გააკეთა. ეს ხომ არის პრეზიდენტი, მესმის, რომ ოპოზიცია შენთან მოვიდა, თქვა, რომ იცი რა, გაგვიყალბეს, ის ქნეს, ეს ქნეს, შენ თუ ხარ არბიტრი, დრო მაინც ხომ გჭირდება, ელემენტარული დრო მაინც, რომ ეს ყველაფერი, რა ინფორმაციაც მიიღე, იმას მოუყარო თავი, დაჯდე შენს მრჩევლებთან ერთად, ანალიზის შედეგად გააკეთო განცხადება და გახსოვთ, რა სიტყვები თქვა? მე ამ ქვეყანაში იმიტომ არ ჩამოვსულვარო. ისიც კი არ თქვა, რომ მე ჩემს სამშობლოში არ ჩამოვსულვარო. მე ამ ქვეყანაში იმიტომ არ ჩამოვსულვარო, ანუ, გვამადლის კიდეც მის ჩამობრძანებას, მაგრამ როგორ უყურებს ამ ქვეყანას? ამ ქვეყანას უყურებს, როგორც შესაძლებლობების ქვეყანას, თანამდებობრივი შესაძლებლობების ქვეყანას“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგებზე იყო დამოკიდებული პრეზიდენტის შემდგომი კარიერა.

„მეორე თემა. ჩვენ რომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი ავანგარდში დგას ამ არჩევნების გაყალბების საკითხზე. ვინმეს ეჭვი გეპარებოდათ? იმიტომ, რომ ამ არჩევნების შედეგებზე იყო დამოკიდებული სალომეს შემდგომი კარიერა. თქვენ იცით, რომ იმ შემთხვევაში, ოპოზიციას რომ მოეგო, როგორც მინიმუმ, პრემიერობა უნდოდა ან პრეზიდენტობა. ახლა, „ქართული ოცნების“ გამარჯვების პირობებში, ვერც პრეზიდენტი გახდება, ვერც პრემიერი. სამწუხაროდ, ასი ხმაც არ არის, რომ იმპიჩმენტით წავიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არანაირი კარიერული წინსვლა მას აღარ ექნება და ვერც გააგრძელებს ამ საქმიანობას.

ამიტომაც ახლა ცეცხლზე ნავთს ასხამს იმისთვის, რომ გააღვივოს ეს პროცესები, რამენაირად მოხდეს ქვეყანაში ესკალაცია, გადატრიალება, რომ კვლავ რაღაცნაირად, იქნებ, ვინმემ შესთავაზოს. სხვა საკითხია, როგორ გგონიათ ოპოზიციაში არ იციან მისი რთული ხასიათი? ადამიანი, რომელიც ასე განუდგა იმ გუნდს, რომელმაც ფაქტობრივად გახადა პრეზიდენტი და იმ გუნდს უღალატა ასე. შეიძლება, წამოხვიდე გუნდიდან, არაფერია გამორიცხული, მაგრამ ასე უღალატო, რომ ფაქტობრივად გაიმეტო ძალიან ცუდი რაღაცისთვის, ეს ხომ ხასიათზე მეტყველებს. ის ადამიანებიც ხომ ხედავენ, ამათ თუ უღალატა, ხვალ ჩვენ რას გვიზამსო. ამიტომაც იყო, რომ არ გამოაცხადებინეს მთავრობის შემადგენლობა არჩევნებამდე, იმიტომ, რომ მიხვდნენ, ამას ახლა გარანტიები რომ მისცენ, შენ იქნები პრემიერიო, შემდეგ ამათ დაერეოდათ. თქვენ იცით ძალიან კარგად, სამწუხაროდ, მისი მძიმე ხასიათი, ხომ?“ – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

ასევე იხილეთ