leaderboard_below_slide

გია გაჩეჩილაძე: სალომე ზურაბიშვილი როგორც კი შემოვიდა პოლიტიკაში და „ნაცების“ ნარატივი დაიჭირა, პირველივე დღეს ვთქვი, რომ მას უნდოდა პოლიტიკაში თავისი სიტყვის თქმა

„სალომე ზურაბიშვილი როგორც კი შემოვიდა პოლიტიკაში და „ნაცების“ ნარატივი დაიჭირა, პირველივე დღეს ვთქვი, რომ მას უნდოდა პოლიტიკაში თავისი სიტყვის თქმა”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გია გაჩეჩილაძემ.

წამყვანმა მას ჰკითხა, რა ინტერესი ამოძრავებს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არ მონაწილეობდა არჩევნებში.

„სალომე ზურაბიშვილი როგორც კი შემოვიდა პოლიტიკაში და „ნაცების“ ნარატივი დაიჭირა, პირველივე დღეს ვთქვი, რომ მას უნდოდა პოლიტიკაში თავისი სიტყვის თქმა და არ აპატია ეს იმ ხალხმა [„ქართულმა ოცნებამ“], ვინც ის ელემენტარულად „გადააგდო“.

იმ დღეს ვუყურებდი ვიდეოს, პრეზიდენტი რომ გახდა, როგორ მივედი და ჩავეხუტე იმ თავის ოფისში და ერთმანეთს როგორ ვეხუტებოდით“, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

ასევე იხილეთ