leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოფელ თეძმისხევში მისასვლელ გზაზე ასფალტ/ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეძმისხევში მისასვლელ გზაზე, რომლის სიგრძე 1712 მეტრია, ასფალტ/ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტს რეგიონის განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

პროექტი გარდამავალია და 2025 წელს დასრულდება.

ასევე იხილეთ