leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა ერთგული იქნება მათი დასკვნის

“ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისა თუ ქვეყნისგან გვესმის, აჩენს აღქმას, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს რევიზია ეუთო-ოდირის დასკვნისა, ან მისი გვერდის ავლა”, – განაცადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.

„მინდა, მოგახსენოთ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების საკითხებზე. პირველი საკითხი: ჩვენ გვესმოდა, რომ ევროკავშირი არჩევნების შეფასების დროს დაეფუძნებოდა ეუთო/ოდირის დასკვვანს. სამწუხაროდ, ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისა თუ ქვეყნისგან გვესმის, აჩენს აღქმას, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს რევიზია ეუთო-ოდირის დასკვნისა, ან მისი გვერდის ავლა და დაყრდნობა რაღაც სხვა ანგარიშებზე, რომელიც იქნებოდა, მაგალითად, ადგილობრივი „ენჯეოების“ მიერ მომზადებული, რომლებიც, ვიცით, რომ თავად საარჩევნო მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ამ არჩევნებზე.

ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ეს არის მკაფიო ანგარიში და დასკვნა ეუთო/ოდირის და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის ევროკავშირი, იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნის“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე იხილეთ