leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ლელომ“ შიდა გამოძიებაში TOP-ტვინები ჩართო – „ჩვენ ვართ კარგი ტვინები, პატრიოტები“

კოალიცია „ძლიერი საქართველოს წევრმა” გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებების სავარაუდო სქემის გაშიფვრაზე IT სპეციალისტები და -ტვინები ახლა მუშაობენ.

„არჩევნები ამ ხელისუფლებამ ტოტალურად გააყალბა. ჩვენ ვართ კარგი ტვინები, პატრიოტები შეკრებილები, ვინც ახლა ერთად ვაანალიზებთ, ტოპ IT სპეციალისტებთან ერთად,TOP კლასის საარჩევნო სპეციალისტებთან ერთად, ყველანი ვართ ჩართული, გაფაციცებული და 24 საათი ვმუშაობთ გაერთიანებული შტაბის პრინციპით, სადაც ყველა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ტვინებია. ყოველდღიურად ახალი და ახალი სამხილი ჩნდება“, – აცხადებს „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, ხმის მიცემის ფარულობა სრულად იყო დაცული და ამას რამდენიმე კომპონენტი აზღვევდა.

წყარო: „ღამის კურიერი“

ასევე იხილეთ