leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ბიულეტენები ყველაზე მაღალი ხარისხის იყო, რაც ოდესმე გამოგვიყენებია არჩევნებში!“

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი – ხმის მიცემის ფარულობა სრულად იყო დაცული და ამას რამდენიმე კომპონენტი აზღვევდა.

„ჩვენ შევთავაზეთ ამომრჩეველს სპეციალური ჩარჩო-ფორმა, რომელშიც თავსდებოდა ამობრუნებული სახით ბიულეტენი, მისი სრულყოფილად მოთავსება და შემდგომ აპარატში მისი შეშვების შემთხვევაში ვერ მოხვდებოდა თუნდაც უკანა მხარეს გამოჟონილი მარკერის ფერის იდენტიფიცირება. თუმცა, ის რაც წუხილად არის წარმოჩენილი, რომ თითქოს ეს ჩანდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის სხვისთვის ხელმისაწვდომი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სადემონსტრაციო, იმიტირებულ პროცესში გამოყენებული იყო დაბალი გრამაჟის ფურცლები, ეს ბიულეტენი უფრო მაღალი ხარისხის იყო, თუ კი ოდესმე გამოგვიყენებია ქართული არჩევნების პირობებში“, – აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ბიულეტენების ქაღალდი იყო ძალიან თხელი და ამის საფუძველზე დაირღვა ფარულობის პრინციპი.

წყარო: “ღამის კურიერი”

ასევე იხილეთ