„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 26 ოქტომბტის არჩევნებმა ყველაფერს ჩამოხსნა ფარდა და გამოჩნდა, რომ ოპოზიციის უცხოელ პარტნიორებს არჩევნების სამართლიანობაზე მეტად სხვა რამ აინტერესებთ, კერძოდ, საქართველოში ლგბტ-პროპაგანდა და გაუმჭვირვალე ფული.
„ეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენმა პარტნიორებმაც ლეგიტიმურად ცნეს, იქიდანაც ჩანს, რომ ანგარიშში ჩაწერეს, – ეს 2 კანონი გაიწვიეთ და ყველაფერი კარგად იქნებაო! რას ნიშნავს ეს? გამჭვირვალობისა და ლგბტ-პროპაგადის წინააღმდეგ კანონები რომ გაუქმდეს, მერე ხმები გაყალბებული აღარ იქნება? აი, სად ჩამოიხსნა ფარდა და სად გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რომ უცხოეთში ოპოზიციის პატრონები სულაც არ ზრუნავენ და არ აინტერესებთ რეალურად რა მოხდა საქართველოში. მათი მიზანია ის, რომ აქ ლგბტ პროპაგანდა იყოს. გაუმჭვირვალე თანხები იყოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.