დავით ქართველიშვილი: შეგვიძლია მხოლოდ მივესალმოთ ეუთო/ოდირის კომისიის სიმტკიცეს, რომელზეც არანაკლები „პირიქითა“ ზეწოლა იქნებოდა განხორციელებული, უბრალოდ სრულიად განსხვავებული აქცენტებით: მოლდოვაში – ოპოზიცია უნდა ჩაეძირათ, საქართველოში კი – ხელისუფლება
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიას ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისტორიულად ყველაზე სანდო მონიტორინგის მისიის, ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოში არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება და ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა.
ქართველიშვილის განცხადებით, ინფორმაციის ღია წყაროებიდან ირკვევა, რომ ეუთო-ს სამდივნოს ხელმძღვანელობა არაფორმალურ დონეზე აღიარებს მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო დარღვევების ფაქტებს – თუმცა, ასევე უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის გამო ამის ოფიციალური გასაჯაროება ვერ მოხდება. ქართველიშვილი მიესალმება ეუთო/ოდირის კომისიის სიმტკიცეს, რომელზეც არანაკლები ზეწოლა იქნებოდა საქართველოსთან მიმართებაშიც, მოლდოვაში – ზეწოლას ვერ გაუძლეს, თუმცა გაუძლეს საქართველოში.
„ისტორიულად ყველაზე სანდო მონიტორინგის მისიის, ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოში არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება და ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა „ოცნებას“ მისცა“, – ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ ჩვენი ქვეყნის შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიაში. ამავდროულად, ინფორმაციის ღია წყაროებიდან ვიგებთ, რომ ეუთო-ს სამდივნოს ხელმძღვანელობა არაფორმალურ დონეზე აღიარებს მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო დარღვევების ფაქტებს – თუმცა, ასევე უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის გამო (აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან), ამის ოფიციალური გასაჯაროება ვერ მოხდება. ჩვენ კი შეგვიძლია მხოლოდ მივესალმოთ ეუთო/ოდირის კომისიის სიმტკიცეს, რომელზეც (ყოველგვარი ეჭვის გარეშე) არანაკლები „პირიქითა“ ზეწოლა იქნებოდა განხორციელებული. უბრალოდ სრულიად განსხვავებული აქცენტებით: მოლდოვაში – ოპოზიცია უნდა ჩაეძირათ, საქართველოში კი – ხელისუფლება. მოლდოვაში – ზეწოლას ვერ გაუძლეს, სამაგიეროდ გაუძლეს საქართველოში“, – წერს დავით ქართველიშვილი.