leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ხალხმა უთხრა მათ, – აღარ სცადოთ!

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველმა ხალხმა ოპოზიციას უთხრა – აღარ სცადოთ!

„კვირაში მინიმუმ ორჯერ ხდება საქართველოს შეფასება საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. ეს იქნება „მსოფლიო ბანკი“, „სავალუტო ფონდი“, თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო თითქმის ყველა მიმართულებით განიცდის პროგრესს. მაგრამ ოპოზიციას რაც შეეხება, არიან ჩვეულებრივ შოკში, იმიტომ, რომ ხალხის გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ თუ აქამდე ოპოზიციას ყველა არჩევნებზე საუბნო-საარჩევნო კომისიაში მისვლისას ხვდებოდა ხალხის სიტყვები – კიდევ სცადეთ! ახლა, ამ არჩევნებზე დახვდათ სიტყვები – აღარ სცადოთ!“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ასევე იხილეთ