leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვახტანგ ძაბირაძე: 89 დეპუტატი სრულიად საკმარისია პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ პარლამენტი ოპოზიციის გარეშე სრულფასოვანი ვერ იქნება, თუმცა ფუნქციონირება შეეძლება.

„89 დეპუტატი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პარლამენტმა თავისი თავის ლეგიტიმაცია მოახდინოს და მუშაობას შეუდგეს. არის რიგი კანონები, რომელთა მიღებაც „ქართულ ოცნებას” გაუჭირდება, პარლამენტი სრულფასოვანი არ იქნება, მაგრამ იფუნქციონირებს. სხდომის პირველ დღემდე დიდი დროა, მანამდე სასამართლოები იქნება და არ ვიცით ვინ რას გადაწყვეტს, ჯერ პროცესი მიდის”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

წყარო: “რეზონანსი”

ასევე იხილეთ