leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია აბაშიძე: ბიძინა ივანიშვილი არის და ყოველთვის იქნება პარტია “ქართული ოცნების” ბრენდი

ანალიტიკოს გია აბაშიძის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი არის და ყოველთვის იქნება პარტია “ქართული ოცნების” ბრენდი.

მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს არც პარლამენტში და არც მთავრობაში, ის პარტიას უნდა მართავდეს.

„ბიძინა ივანიშვილი არის და იქნება „ქართული ოცნების” პოლიტიკური ბრენდი. ამიტომაც იყო ის გადამწყვეტ არჩევნებში სიის პირველი ნომერი. ჩემი პოლიტტექნოლოგიური შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს არც პარლამენტში და არც მთავრობაში, ის პარტიას უნდა მართავდეს, რომელიც მან დააფუძნა და ასეც გაგრძელდება. ჩემი პოლიტტექნოლოგიური თვალთახედვით, ბიძინა ივანიშვილის ყოფნა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მაგალითად იქნება საბა ბუაძე, გიორგი გახარია, მამუკა ხაზარაძე და სხვა ნაცსექტანტები, მიუღებელია. ჩემი ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილი პარლამენტიდან უნდა გავიდეს და მის მიერ დაფუძნებული პარტია მართოს”, – განაცხადა აბაშიძემ.

გია აბაშიძის აზრით, ბიძინა ივანიშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას აუცილებლად დაესწრება. კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა პირველ სხდომაზე

ბიძინა ივანიშვილს აბაშიძემ განაცხადა: რა თქმა უნდა, პირველ სხდომაზე უნდა მივიდეს არჩეული ყველა პარლამენტარი, მათ შორის ოპოზიციონერი დეპუტატებიც. ის რადიკალები, რომელსაც სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მორიგ ჯერზე უსაფუძვლოდ დაამუნათონ, უნდა დადგან ე.წ. ტელე- პერფორმანსი, რომ აი, ე.წ. რუს ოლიგარქს დაუპირისპირდნენ, მაგრამ ამის შედეგი არაფერი არ იქნება.

წყარო: “რეზონანსი”

ასევე იხილეთ