leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხათუნა ხოფერია: ცრუ დასმენისთვის ის უნდა გახდეს ბრალდებული ქართული სახელმწიფოს წინაშე

პოლიტიკოს ხათუნა ხოფერიას აზრით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროკურატურას ვერ წარუდგენს მტკიცებულებებს, რომ ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა, ეს იქნება ცრუ დასმენა და, საერთო ჯამში, ის შესაძლოა გასამართლდეს, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ერთი უცნაურობა დასჩემდა, ის არ სცემს პატივს კონსტიტუციას, კანონებს, მან იძულებული გახადა პარლამენტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა მისი ასეთი კონსტიტუციისადმი დამოკიდებულების გამო.

„ის ციხიდან ათავისუფლებს ადამიანებს ისე, რომ არავის უდასტურებს რა მოხდა და რა დაედო საფუძვლად მკვლელების განთავისუფლებას და ა.შ. ახლა დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ქალბატონი სალომე თავის სტატუსს, პრეზიდენტის სტატუსს და პრეზიდენტის სიტყვასაც არ სცემს პატივს. მისი მხრიდან წამოსული ფრაზა, რომ არჩევნები გააყალბა ცესკოს, რაც შემდგომ აიტაცეს სხვადასხვა სახელმწიფოების პრეზიდენტებმა, მაღალი თანამდებობის პირებმა, ეს არის სერიოზული განაცხადა, რასაც შეიძლება საბოლოო ჯამში ცრუ დასმენის მუხლი მიუდგეს და გასამართლდეს, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.

მისივე თქმით, ბრალდებები, რომლებიც პრეზიდენტისგან მოისმინა საზოგადოებამ, თუ არ დადასტურდა, მაშინ დასტურდება ის, რომ მან ბრალი წაუყენა ცესკოს, საქართველოს მთავრობას, რასაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა საქართველოს იზოლაცია, ფინანსური კრიზისი.

„პრეზიდენტმა ბრალი წაუყენა ცესკოს, საქართველოს მთავრობას, რასაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა საქართველოს იზოლაცია, ფინანსური კრიზისი. ამ ერთი უტვინო და უსინდისო განაცხადის გამო, იმაზე უკვე აღარაფერს ვამბობ, რომ მან 1მლნ 120 000 ამომრჩეველს მიაყენა შეურაცხყოფა, რომლებიც ალალად მივიდნენ და მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას“. ძალიან კარგია, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ნამდვილად არ მინდა ვთქვა, რომ სალომე ცრუობს. ეს რომ იყოს პერსონალური დასმენა, მაშინ, რა თქმა უნდა, შენ თუ განცხადებას არ დაწერ, ამაზე საქმეს არავინ აღძრავს, მაგრამ როდესაც საჯარო განაცხადია და ამხელა ბრალდებას უყენებ სახელმწიფოს, თუ დადასტურდა ეს ბრალდება, იქნება ახალი არჩევნები, ხოლო თუ არ დადასტურდა ის უნდა გახდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით ბრალდებული ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

წყარო: „აჭარა tv”

ასევე იხილეთ