leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი რუხაძე: მე ვიცი რაში მჭირდება ტელევიზია, ამათ იციან?!

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის ტელეკომპანიების მფლობელები არასდროს ესწრებიან უცხოელ ექსპერტებთან შეხვედრებს. ისინი ვერ იტყვიან, რომ ფულს ხარჯავენ მიუკერძოებელი აზრის გავრცელებისთვის.

„როცა ჩამოდიან უცხოელი ექსპერტები და პანელებზე რომ დაგვაყენებენ ხოლმე, მე დავდივარ თვითონ, სხვა არც ერთი ტელეკომპანიის მფლობელი არ მოდის, მე მივდივარ, ამისთვის დროს ვხარჯავ და სულ ვამბობ, – მოიყვანეთ მფლობელები, მაშინ ისინი ვერ იტყვიან, რომ არიან მიუკერძოებლები. მაშინ ჩემ გვერდზე იჯდებოდა გიული ალასანია, რომელიც არის „მთავარი არხის“ თანამფლობელი. გიული ალასანია ვერ იტყოდა, – მე ვარ მიუკერძოებელი ამ არჩევნებშიო, იმიტომ, რომ შვილი ციხეში უზის და ყველას გვესმის, რომ არ არის მიუკერძოებელი. ფულს რომ ხარჯავს „მთავარ არხში“ არ ხარჯავს იმიტომ, რომ მიუკერძოებელი აზრი გამოვიდეს „მთავარი არხიდან“. მეორე თანამფლობელი ჰყავს ნიკა გვარამია, რომელსაც მთლად პარტია აქვს. ისიც ვერ იტყვის ამას, იმიტომ, რომ არავინ დაუჯერებს. მესამე კიდევ კეზერაშვილი, BBC-ის სტატია ვისაც ნანახი აქვს, „ვინ ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს“, ის ფული იქიდან რომ მოდის, რატომღაც მიდის „ფორმულაში“. რატომ აქვს ამ კაცს ტელევიზია, არ გაინტერესებთ? რაში სჭირდებათ ამ ხალხს ტელევიზიები? მე გეტყვით, მე რაში მჭირდება. მე მჭირდება იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარასოდეს დაბრუნდეს უკან ხელისუფლებაში. მე ამას ძალიან მარტივად ავხსნი“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ პოდკასტში „42-ე პარალელი“.

წყარო: “პირველი tv”

ასევე იხილეთ