გადაღლილობა, დაჭიმულობა, დიდხანს არასწორ პოზაში ჯდომა/წოლა, სიმძიმეების აწევა, ტრავმა და ხერხემლის დაავადებები – წელის ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემებია. ეს ყველაფერი თავისთავად იწვევს წელის ტკივილსა და დისკომფორტს, რაც ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე უარყოფითად აისახება. დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ infomedical-ის საიტზე.
წელის პრობლემების პრევენციისთვის რეკომენდირებულია:
- ორთოპედიული პროდუქტების გამოყენება – წელის არეში დატვირთვის შემსუბუქების მიზნითა და დისკომფორტის შესამცირებლად ადამიანები ზურგის ქამრებს ატარებენ. ეს პროდუქტი ხერხემლის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უზრუნველყოფს და ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში ძალიან ეფექტურია. პაციენტები მას ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნითაც ატარებენ.
- მსუბუქი ვარჯიშები – ხანგრძლივი დასვენება ზურგის არეში ტკივილს აუარესებს, ვარჯიში კი ჭიმავს და აძლიერებს ზურგის კუნთებს. წელის კუნთების გაძლიერების მიზნით აუცილებელია მსუბუქი ვარჯიშები – ცურვა, იოგა, პილატესი და სიარული.
- ფიზიკური თერაპია – წელის ტკივილის დროს აპრობირებულია ფიზიკური თერაპიის კურსები. ეს მეთოდი გამოიყენება ფიზიკური ფუნქციების აღსადგენად ან გასაუმჯობესებლად.
წელის ტკივილს სხვადასხვანაირი შეგრძნება ახლავს თან. ზოგჯერ იგი ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური და შეტევითია, ზოგჯერ კი – ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი. იქიდან გამომდინარე, რომ წელის ტრავმა სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება, შესაბამისად, სიმპტომებიც განსხვავებული აქვს. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიაქციოთ ყურადღება წელის ტკივილს და ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად დაიწყოთ მკურნალობა.