leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ამ არჩევნებზე ძალადობის პროვოცირებასაც „ნაცმოძრაობა“ ახდენდა

მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილის განცხადებით, აღმოჩნდება, რომ ამ არჩევნებზე ძალადობის პროვოცირებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენდა.

იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ მოძალადეებს ნამდვილად ამხელენ.

„ცხადია, რომ ახლა იმალებიან რადიკალურ ოპოზიციაში და არავის სურს ამაზე ახსნა-განმარტებები, რადგან სწორედ ამ სცენებს ეჭიდებიან ისინი. სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ამ არჩევნებზე ძალადობის პროვოცირებასაც „ნაცმოძრაობა“ ახდენდა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ და ეს მცდელობები ყოველთვის უშედეგო იქნება, მაგრამ ესენი, რომ მოძალადეები არიან ჩვენ ამაში მათ ნამდვილად ვამხელთ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ