leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამაზ ჭეიშვილი: რა სულმდაბალი ყოფილა!

ცნობილი ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„რა სულმდაბალი ყოფილა!

***

გახსოვთ, „საკნების აქცია” და „საკნებით” მოფენილი რუსთაველის პროსპექტი?თუ გახსოვთ, ისიც გემახსოვრებათ, გაზეთმა „შანსი” და მისმა რამდენიმე ჟურნალისტმა (გია გაბრიჩიძე ცოცხალი აღარ არის, აცხონოს უფალმა მისი სული), გმირობა რომ ჩაიდინა, პირდაპირ პარლამენტის წინ დაიწყო ანტისააკაშვილური გაზეთის გამოშვება (აქციის მონაწილეთა შემოწირულობებით).

არ მოვყვები, როგორ და რა ტანჯვით გამოვეცით ის 27 ნომერი.

იმ დროს, თბილისში იმყოფებოდა ბრიტანეთის სამეფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ქეთი დოლიძის მეგობარი, ჰილარი ვუდი და ქალბატონი ჰილარის მიერ ნათარგმნი გაზეთის ნომრები მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა. იმდროინდელი ოპოზიციის დიდი ნაწილი, ტელეკამერებთან მისვლაზე ჩხუბი რომ ჰქონდათ, ახლაც ოპოზიციაში არიან და „შანსის” რედაქციის მიმართ იმ მძიმე დროს ძალიან ცივი დამოკიდებულება გააჩნდათ. ფაქტობრივად, გაგვწირა მაშინდელმა ოპოზიციამ!

ჰოოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, მოდის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და გვეუბნება, ჩემი პარტიის სახელით გამოეცით ერთი ნომერი, მე დავაფინანსებ იმ ნომერსო. მაშინ ქალბატონი სალომესთვის მიხეილ სააკაშვილი გახლდათ უსაზიზღრესი ნაძირალა და „ნაციონალური ნაგავი”!

„დრონი მეფობენ და არა მეფენი”…

სწორედ რომ მოვიდა ის დრო, როცა ქალბატონი სალომე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაუძინებელი „ოპონენტი” იყო, მისი ლაქია და „შნირი” გახდა.

მაშინ ამას როგორ წარმოვიდგენდით, როგორ?
რა სულმდაბალი ყოფილა!

ფოტოებზე:

საკნები რუსთაველის გამზირზე, ქალბატონი ჰილარი ვუდი

ასევე იხილეთ