leaderboard_below_slide

60 მილიონზე მეტმა ამერიკელმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა წინასწარ მისცა

60 მილიონზე მეტმა ამერიკელმა 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე წინასწარ მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

ხმის წინასწარ მიცემის პროცედურა 47 შტატსა და კოლუმბიის ოლქში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა წინასწარ ან ფოსტით დაახლოებით 100 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა.

ასევე იხილეთ