ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძე (92 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა – ქართველი ფინალში ლეგენდარულ ფალავანთან, აბდულრაშიდ სადულაევთან 0:6 დამარცხდა.
დღესვე, მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევს დამაჯერებლად, 13:4 სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში 29 ოქტომბერს დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს გელა ბოლქვაძე და ოთარ აბულაძე დაეუფლნენ.