2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, მიღებულმა შემოსავალმა 456 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით +6.7%-ით (29 მლნ აშშ დოლარით) მეტია.
2024 წლის 9 თვეში რეკორდულად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან და 323 მილიონი დოლარი შეადგინა, ზრდა +24.9%-ია (64 მლნ აშშ დოლარი), 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
2024 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან და 108 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ზრდა 2023 წლის მონაცემებთან შედარებით +21.7%-ია (19 მლნ აშშ დოლარი).