leaderboard_below_slide
left_sabechdi

„როდესაც ერთმანეთს შევხვდებით, ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ“

UFC-ში მოასპარეზე ქართველმა მებრძოლებმა კომენტარის გარეშე არ დატოვეს შარა მაგომედოვის პროვოკაციული სიტყვები, სადაც დაღესტნელმა თქვა, რომ რუსეთის მფარველობის გარეშე დღეს საქართველო დაღესტნის ნაწილი იქნებოდა.

ქართველი სპორტსმენები აპირებენ ამ თემაზე მაგომედოვს პირადად შეხვედრისას დაელაპარაკონ და არა სოციალურ ქსელში სტატუსების გამოქვეყნებით.

გურამ ქუთათელაძე: როცა შევხვდებით მაშინ ვისაუბროთ, ისტორიის გეოგრაფიის, რუსული ენის და ცხოვრების გაკვეთილზე. ახლა კი შენ ამ თემებზე საუბარს თავი დაანებე, სპორტსმენი ხარ.

რომან დოლიძე: მე არ მიყვარს ინტერნეტ გარჩევები, შენი ნათქვამი არაკორექტული და მცდარია. როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ.

UFC-ის რუსმა მებრძოლმა, შარა მაგომედოვმა მერაბ დვალიშვილისა და საქართველოს შესახებ პროვოკაციული კომენტარი გააკეთა.

“მერაბ დვალიშვილს სკოლაში ისტორიის გაკვეთილები რომ არ გაეცდინა, ეცოდინებოდა, რომ რუსეთი მუდამ საქართველოს იცავდა დაღესტნელი ხალხის შეტევებისგან. საერთოდ ქართველები სწორედ რუსეთს უნდა უმადლოდნენ იმას, რომ ახლა დაღესტნის შემადგენლობაში არ შედიან. მსოფლიოში რუსოფობიაა გავრცელებული, ჩვენ კი უნდა გავერთიანდეთ და მტერს ერთად ვუპასუხოთ”, – თქვა მაგომედოვმა.

ასევე იხილეთ