პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, ოპოზიცია ვეღარ გაიმეორებს იმას, რაც 4 წლის წინ მოხდა. მათ საბოტაჟის რესურსი არ აქვთ.
„პარლამენტში შემოვლენ თუ არ შემოვლენ, მათი გადასაწყვეტია, იმას ვეღარ გაიმეორებენ, რაც მოხდა 4 წლის წინ. ის, რომ მაშინ ჩვენ მოლაპარაკებები დავიწყეთ, რაღაც პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავედით, მაშინვე ვთქვით, რომ ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში აღარ განმეორდებოდა. ეს ძალიან კარგად იციან ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ უმარტივესი ზომები დავუპირისპიროთ მათი მხრიდან საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას, მათ შორის, კონსტიტუცია, პარლამენტის რეგლამენტი გვანიჭებს ათასგვარ ინსტრუმენტს, იმისათვის, რომ არავითარი ფასი არ ჰქონდეს, მათ საბოტაჟს, შესაბამისად, მგონია, რომ ესენი თვითონ თუ ვერ მიხვდებიან, TOP-ტვინები ამ ყველაფერს, არიან გარეთ TOP-ტვინები, რომლებიც ალბათ, რჩევას მისცემენ ამასთან დაკავშირებით. არ მგონია, რომ მათ დიდხანს სცადონ საბოტაჟის წარმოება, იმიტომ, რომ ამისთვის ნულოვანი რესურსი აქვთ. ამიტომ, მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ბევრად უფრო ადრე შევლენ პარლამენტში, ვიდრე ეს ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო: ტელეკომპანია “იმედი”